www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგიონული გაყიდვების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ნოემბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი აცხადებს კონკურსს რეგიონალური გაყიდვების სუპერვაიზერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების მუდმივი ზედამხედველობა;
** სავაჭრო ობიექტების მენეჯერებისთვის დავალებების მიცემა და შესრულებული სამუშაო მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტებზე პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
** სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სავაჭრო ობიექტებიდან ინფორმაციის შეკრება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** სავაჭრო ობიექტების გადაბარებისას ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი)
** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "რეგიონალური გაყიდვების სუპერვაიზერი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |