www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HVAC ინჟინერ-დამპროექტებელი
მომწოდებელი: თერმა
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

უკვე 23 წელია კომპანია "თერმა" გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირების სექტორში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშრომლობს. იგი ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა HVAC ბაზარზე.

"თერმა" აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერ-დამპროექტებლის პოზიციაზე, კონდიცირების, გათბობის, ვენტილაციის, წყალმომარაგების, კანალიზაციის მიმართულებით.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ. 10
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:30-18:00)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროექტანტად/ინჟინერ-დამპროექტებლად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3-დან 4 წლამდე);
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, ArchiCAD, MS Excel);
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** ფიზიკა-მათემატიკის საფუძვლების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ტექნიკური ნაწილის მომზადება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად;
** საპროექტო ანგარიშების ჩატარება და ნახაზის მომზადება;
** პროექტის შესაბამისი მასალის სპეციფიკაციის მომზადება;
** განმარტებითი ბარათის მომზადება;
** პროექტის მსვლელობისას პროექტის მენეჯერის დახმარება და პროექტთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტისთვის საჭირო მასალების და დანადგარების შერჩევა მომწოდებლებთან;
** მოწოდებული სასაწყობე ნაშთების მიხედვით პროექტებში მათი მაქსიმალურად გამოყენება;
** ობიექტზე ყოველკვირეული ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების პროექტთან შესაბამისობაში შესრულების გადამოწმების მიზნით (პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით).

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
** ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@terma.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება - "HVAC ინჟინერ-დამპროექტებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |