www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Mercure Tbilisi Old Town
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"Accor"-ის ჯგუფის წევრი სასტუმრო "Mercure Tbilisi Old Town" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე, კვებისა და სასმელების დეპარტამენტში.

"Accor" არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 50 წელზე მეტი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 30-ზე მეტ ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. "აკორის" ჯგუფი მოიცავს 5000-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრისგან შეკვეთის მიღება და მომსახურება;
** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა;
** სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** პროგრამა "Micros"-ში მუშაობა, შეკვეთების ასახვა და ანგარიშის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია. დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური და ორგანიზებული;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** მეგობრულ და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის უნარი.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ / ინგლისურ ენაზე ფოტოსთან ერთად) შემდეგ მისამართზე: H9417-HR@accor.com
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მიმტანი" / "Waiter"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სხვა ვაკანსიების და Accor Career-ის შესახებ ინფორმაციისთვის:

https://careers.accor.com/Home.aspx
https://group.accor.com/en
https://www.linkedin.com/company/mercure-tbilisi-old-town
https://www.linkedin.com/company/ibis-styles-tbilisi-center



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |