www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე მცხეთაში.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 64 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო პროცესების მართვა:
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვ.
** პროდუქციის მოვლა და მის სისუფთავეზე ზრუნვა;
** სააღრიცხვო პროცესების მართვა:
** მონაწილეობის მიღება შემდეგ საკითხებში - მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით:
** შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** ოფისიდან მიღებულ სხვადასხვა დავალებებზე ოპერატიულად რეაგირება;
** საწყობიდან პროდუქციის მიღება და უკან დაბრუნება დადგენილი წესის მიხედვით მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ;
** ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრა;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის პროგრამაში და სალარო აპარატთან მუშაობა მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება;
** მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
** და რაც მთავარია - წიგნების სიყვარული.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: მცხეთა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |