www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

შპს "გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული 10:00-დან 19:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 500-დან 800 ლარამდე (ხელზე) კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საკანცელარიო-ადმინისტრაციული პროცესის ოპერატიული დაგეგმვა და მართვა: კომპანიის თანამშრომლების საკანცელარიო თუ სხვა სამუშაოსთვის აუცილებელი ინვენტარით დროული მომარაგება (მოძებნა, შეკვეთა, დასაწყობება, განაწილება და ა.შ.);
** თანამშრომელთა სამგზავრო ხარჯების გაცემის კონტროლი (ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას);
** გასული და შემოსული წერილების კონტროლი (ნუმერაციის მინიჭება, აღრიცხვა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება, და ა.შ.);
** კომპანიის სტუმართა მიღება/დახვედრის პროცესის მართვა - დახვედრა (მძღოლის/კურიერის კოორდინაცია), სასტუმროს დაჯავშნა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ.);
** კომპანიის თანამშრომელთა სამივლინებო (როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით) პროცესის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება სრულად (საჭირო დიკუმენტაციის მოგროვება, ბილეთებისა და საცხოვრებელი ადგილის დარეზერვება, საჭიროების შემთხვევაში ვიზის მომზადება, ფინანსურ დეპარტამენტში შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარება და ა.შ.);
** ტრენინგების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (სატრენინგო ოთახის მომზადება, შესაბამისი ინვენტარითა და საჭირო პროდუქციით უზრუნველყოფა და ა.შ.);
** შეხვედრების დაგეგმვა და მართვა;
** თათბირის ოქმის წარმოება (საკითხების/დავალებების ჩანიშვნა, დამუშავება, ელექტრონულად გაწერა და პასუხისმგებელ პირთათვის გაგზავნა);
** საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციული დოკუმენტაციის თარგმანით უზრუნველყოფა;
** კურიერის/მძღოლის გრაფიკის ოპტიმალური დაგეგმვა და მართვა;
** დირექტორატის შეხვედრების ორგანიზება;
** საჭიროებისამებრ თანხების მოთხოვნა და გახარჯული თანხების შესაბამისი ფორმატით ბუღალტერიისთვის მიწოდება;
** კორპორაციული ფოსტის მართვა (თანამშრომელთა მოთხოვნის შესაბამისად, ფოსტის გამოძახება და ამანათის გადაცემა, შესრულების კონტროლი);
** ოფისში შემოსულ ზარებსა და ელფოსტაზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება;
** გასაუბრებაზე დასაბარებელ კანდიდატებთან სატელეფონო კომუნიკაციის წარმოება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი 23-დან 35 წლამდე;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
** ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა);
** მ​ართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად);

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |