www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მტევინო
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

მეღვინეობა "მტევინო" ახალი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს და 11 დასახელების ღვინოს აწარმოებს. პროდუქცია გადის ექსპორტზე და ასევე იყიდება შიდა ბაზარზე. გარდა ღვინის წარმოებისა "მტევინოს" აქვს სასტუმრო კახეთის რეგიონში.

კომპანიის მიზანია განვითარებისკენ სწრაფვა, მომხმარებლის კმაყოფილება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და სოციალური პასუხისმგებლობა.

"მტევინოს" აქვს ღვინის მაღაზია კახეთში, საგარეჯოს რაიონში სოფელ ხაშმში და ხსნის მაღაზიას თბილისში.

მეღვინეობა "მტევინო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის 90

სამუშაო გრაფიკი:

** 7 საათიანი სამუშაო დღე- კვირაში 4 დღე - ანაზღაურება: 300 ლარი
** 7 საათიანი სამუშაო დღე-კვირაში 3 დღე - ანაზღაურება: 250 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება-განლაგება
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი
** მომხმარებლის მომსახურება
** სალარო ოპერაციების წარმოება
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ენერგიულობა
** დეტალებზე ორიენტირებული

კომპანია "მტევინო" გთავაზობთ მეგობრულ გარემოს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mtevino.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ. გვერდს: http://www.mtevino.ge

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |