www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღალტექ. სამედიცინო მასალების კატეგ. განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მასალების კატეგორიის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

"თბილისი მედიკ" მე-11 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას; ასევე, აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული კატეგორიის მართვა;
** გაყიდვების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმების შედგენა და შესრულება.
** გაყიდვების გეგმების მიხედვით შესყიდვების დაგეგმვა და შესრულება;
** კატეგორიაში ახალი მომგებიანი პროდუქტების განვითარება;
** კატეგორიის მომგებიანობის მუდმივი ამაღლება და განვითარება;
** არსებული ასორტიმენტის გაყიდვების მაქსიმიზაცია მაქსიმალურ მარჟაში მომწოდებლებისგან პროდუქტების საუკეთესო პირობებით მოპოვება;
** შეთანხმებული პარამეტრების შესრულების ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური მონიტორინგი და გადახრების გამოვლენა;
** კატეგორიის გაყიდვების სტრატეგიის შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი მხარდაჭერა;
** არსებულ ბრენდებთან და მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის წარმართვა, კომპანიის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
** მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მასალების მწარმოებელი ახალი კომპანიების მოძიება და მათთან ურთიერთობის დამყარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების და/ან მედიცინის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე - არანაკლებ 3 წლისა;
** სამუშაო გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების მიმართულებით აუცილებელია;
** სამუშაო გამოცდილება B2B სფეროში;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა სასურველია.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
** ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი ემოციური ინტელექტი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოტივაციური ანალიზის უნარი;
** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00 სთ
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას 28ა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@tbilisimedic.ge 2020 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |