www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ბაკურიანში.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო პროცესების მართვა;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვ.
** პროდუქციის მოვლა და მის სისუფთავეზე ზრუნვა;
** სააღრიცხვო პროცესების მართვა;
** მონაწილეობის მიღება შემდეგ საკითხებში - მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით;
** შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** ოფისიდან მიღებულ სხვადასხვა დავალებებზე ოპერატიულად რეაგირება;
** საწყობიდან პროდუქციის მიღება და უკან დაბრუნება დადგენილი წესის მიხედვით მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ;
** ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრა;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის პროგრამაში და სალარო აპარატთან მუშაობა მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება;
** მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: დაბა ბაკურიანი.

დაინტერესებულმა პირებმა, 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@pepela.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |