www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" "პეპსიკოს" ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას ფინანსურ დეპარტამენტში!

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, თეთრი ჰევი ხესის დასახლება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების პროცესის ბუღალტრული აღრიცხვა;
** თვითღირებულებების დათვლის კონტროლი/მართვა;
** მენეჯერული აღრიცხვისათვის გარკვეული ფაილების მომზადება;
** ინვენტარიზაციის მართვა/კონტროლი;
** საბაჟო დეკლარაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
** კომპანიის რეალიზაციების და მარაგების მოძრაობის კონტროლი;
** სხვა ტიპის ოპერაციები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბუღალტერია/ფინანსები ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
** ფინანსური აღრიცხვის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft Excel ის მაღალ დონეზე ფლობა

დამატებითი მოთხოვნები რომლებიც ჩაითვლება უპირატესობად:

** წარმოების ბუღალტერიის გამოცდილება
** 1C ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pepsi.ge არაუგვიანეს 13.12.2020.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის (Subject) ველში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |