www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** არსებული კატეგორიის ბაზრის ანალიზი;
** სამომხმარებლო მოთხოვნის შესწავლა და მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების უზრუნველყოფა;
** კონკურენტების ფასების მუდმივი ანალიზი;
** მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინირება;
** მოცემული კატეგორიის პროდუქტებისთვის ფასწარმოქმნის უზრუნველყოფა;
** კატეგორიის და პოზიციების მომგებიანობის რეგულარული ანალიზი;
** აქციების დაგეგმვა-ორგანიზებაში ჩართულობა;
** დეპარტამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი ანგარიშების რეგულარულად წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების/გაყიდვების/ანალიტიკის მიმართულებით;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

ლოკაცია: ქ.თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ.#39/41
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 დეკემბერი, 2020 წელი

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |