www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი, გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: უნიპრო
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

"უნიპრო" - ეს არის არის უნივერსალური და პროგრესული კომპანიების ერთობლიობა ქართულ ბაზარზე, რომელიც აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი (უძრავი ქონების სააგენტო "UPhome")

"UPhome" არის ახალი კომპანია უძრავი ქონების სფეროში, რომელიც ბევრი სიახლით და თანამედროვე მიდგომებით გამოდის ბაზარზე.

"UPhome"-ის უძრავი ქონების სააგენტოს, ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად, ესაჭიროება როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი, მოტივირებული და მიზანდასახული კადრები, რომლებიც მზად არიან გამოწვევებისთვის, სიახლეებისთვის და ენერგიული მუშაობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კრეატიულობა
** მიზანდასახულობა
** მუდმივად განახლებისა და განვითარების სურვილი
** მზადყოფნა შემეცნებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოცდილება დიდია
** ოპტიმისტური და პოზიტიური ხედვები
** გაყიდვების უნარი
** Microsoft-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მაღალ საკომისიო ანაზღაურებას
** ტრენინგებსა და "თიმბილდინგის" აქტივობებს
** კარიერულ განვითარებას
** მეგობრულ და მხიარულ ატმოსფეროს
** ყოველდღიურ სიახლეებსა და რუტინის უარყოფას
** გაყიდვების უნარის დახვეწასა და განვითარებას
** პროგრესს
** სტუდენტებისთვის მოქნილ გრაფიკს.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი.
სამუშაო საათები: 12:00-დან 20:00-მდე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის 27ა.

თუ ფიქრობ, რომ შენი ყოველდღიურობა ჩვენი გუნდის წევრობით დადებითად შეიცვლება, მაშინ დაგვიტოვე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infouniprogeo@gmail.com და subject-ში მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი"

2. გაყიდვების აგენტი

ონლაინ მაღაზია "unipro" არის უნივერსალური და პროგრესული კომპანია, რომელიც სოც. მედიისა და თანამედროვე მარკეტინგის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით გამოდის ონლაინ ვაჭრობის ბაზარზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე, ჰიბრიდული სახელფასო შემოთავაზებით, რომელიც აერთიანებს, როგორც ფიქსირებულ ანაზღაურებას, ასევე მზარდ ბონუსურ სისტემას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** ინდივიდუალური მიდგომების შერჩევა მომხმარებელთან და გამოსავლის მოძიება განსხვავებულ ქეისებში
** გაყიდვების უნარი
** მიზანდასახულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** დახვეწილ სახელფასო სისტემას
** სასიამოვნო და მეგობრულ ატმოსფეროს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** ტრენინგებსა და "თიმბილდინგის" აქტივობებს
** გაყიდვების უნარის დახვეწასა და განვითარებას.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 11:30-დან 19:30-მდე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის 27ა.

თუ ფიქრობ, რომ შენი ყოველდღიურობა ჩვენი გუნდის წევრობით დადებითად შეიცვლება, მაშინ დაგვიტოვე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infouniprogeo@gmail.com და "subject"-ში მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების აგენტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |