www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: არტტექს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

კომპანია "არტტექს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სავალდებულო უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე, ოპერატიული, პუნქტუალური, ორგანიზებული;
** გამართულად წერის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური, გუნდური მუშაობის უნარით.

ფუნქციები და მოვალეობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება;
** სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram, Web) და მისი სტაბილურობის შენარჩუნება;
** მიზნობრივი აუდიტორიის დაინტერესება, მოზიდვა და შენარჩუნება;
** ფოტო/ვიდეო, აუდიო, ბეჭდური მასალის ორგანიზება და სოციალურ მედიაში განთავსება;
** კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** კომპანიის ინტერესების შესაბამისი კონტენტის შექმნა; ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და სოციალურ სივრცეში მისი პერმანენტული განთავსება (როგორც ფოტო/ვიდეო, ასევე ბეჭდური ვერსიით);
** ზრუნვა კომპანიის ცნობადობის გაზრდაზე და პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებაზე;
** ზრუნვა კომპანიის გაყიდვების ზრდაზე.

თანამშრომლის მოყვანა მოხდება გამოსაცდელი ვადით (45 დღე).
გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება ხელზე ასაღები 700 ლარის ოდენობით
ჩვენი კომპანიის მისამართია: თბილისი, რომის ქ. 4.

საკონტაქტო ელფოსტა: info@arttex.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |