www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ესპანურენოვანი წარმომადგენელი
მომწოდებელი: Skypitch
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

"Skypitch" საქართველოში სტარტაპის სახით იწყებს ფუნქციონირებას. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნაა.

კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.

ამჟამად ჩვენი ქოლ-ცენტრისათვის ვეძებთ კომპანიის ესპანურენოვან წარმომადგენელს, რომლის მთავარი ამოცანაც კომპანიის ესპანურენოვან კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება და ჩვენი მომსახურებით დაინტერესებაა.

მოთხოვნები:

** ესპანური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კარგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** გაყიდვების კუთხით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

** საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას როგორც თბილისის, ასევე უცხოურ ფილიალებში;
** მრავალფეროვან ღონისძიებებს და აქტივობებს, მოგზაურობასა და კორპორატიულ წვეულებებს;

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 11:30-დან 20:30-მდე (ამ დროში შედის ერთსაათიანი შესვენება)

ხელფასი: 400 USD (ხელზე ასაღები თანხა) + მაღალი ბონუსები

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr.skypitch@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: "ესპანურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |