www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული განახლების მენეჯერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული განახლების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი: პოზიციის მიზანია დაგეგმოს და აკონტროლოს ყველა საგადამხდელო არხის განახლება, მოახდინოს პროდუქტებზე/სერვისებზე არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და უზრუნველყოს გასწორება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჩართული პროდუქტების/სერვისების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** საგადამხდელო არხების განახლების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** დასამატებელი კომპანიების/პროდუქტების ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
** პროდუქტების დამატებისთვის საჭირო სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება;
** კონტენტ სპეციალისტების მუშაობის მონიტორინგი;
** განახლების ტესტირებისა და გაშვების უზრუნველყოფა;
** საგადამხდელო არხებში ჩართული პროდუქტების ხარვეზების იდენტიფიცირება და გასწორების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი რეპორტების მომზადება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** XML და/ან JSON ენების დაწყებით დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** გეგმიურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მართვის უნარი;
** მოტივირებული.

ჩვენ ვეძებთ: სიახლეების და კრეატივის მოყვარულ ადამიანს, რომელიც ახალგაზრდა გუნდთან ერთად შექმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |