www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერის ასისტენტი 
მომწოდებელი: Domson`s Engineering & Construction
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"Domson`s Engineering & Construction" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
** საინფორმაციო სფეროში პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** შესრულებული სამუშაოს ასახვა შესაბამის ექსელის ფაილში;
** შესრულებული სამუშაოს შედარება საწყობის გაცემებთან;
** აღმოჩენილი სხვაობების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** მუშახელის დასწრების ამსახველი ტაბელის წარმოება:
** ბრიგადების მიერ შესრულებული სამუშაოს ასახვა შესაბამის ფაილში; თვის ბოლოს მ/ჩ აქტების მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის იურისტისთვის მიწოდება;
** შესრულებული სამუშაოს თვის ჭრილში დაჯამება, საწყობის გაცემებთან შედარება და გაგზავნა პროექტის მენეჯერთან მ/ჩ აქტის მოსამზადებლად; ჰაერსატარების დამზადების აქტის წარმოება;
** პროექტ მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება მენეჯერისგან მიღებული დავალებების შესაბამისად.

უნარ-ჩვევები:

** საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** ეფექტური წერითი/ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული.

სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი: 09:00-18:00; შესვენება: 13:00-14:00

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@domsons.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის ბოლო ვადაა: 2020 წლის 18 დეკემბერი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |