შპს "მედ თრეიდერი" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო პროცედურების ბროკერის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
** სახელმწიფო-საბაჟო დეკლარაციის მიხედვით საბაჟო პროცედურის წარმოება;
** ფარმაცევტული პროდუქციის აღნუსხვის ფორმის შევსება;
** პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის ანალიზი;
** საბაჟო პროცედურების შემდგომ, კომპანიის საწყობისთვის ტვირთების მიწოდების ორგანიზება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე (სამედიცინო პროდუქციის საბაჟო პროცედურების ბროკერი) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საბაჟო კოდექსის ძირითადი საკითხების ცოდნა;
** ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარი;
** გამართული მეტყველება და დარწმუნების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@medtrader.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საბაჟო პროცედურების ბროკერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 28.02.2021.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით უფლებას გვაძლევთ აღნიშნული მონაცემები შევინახოთ ბაზაში არაუმეტეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ინფორმაციის ბაზაში შენახვა ხდება მისი სათანადო ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ხელახლა განხილვის მიზნით.