www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწარმოს მენეჯერი
მომწოდებელი: გრინვილი
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / განცხადების ვადა: 21 იანვარი

შპს "გრინვილი" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს რძის პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საწარმოს, რომლიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მცენარეული ცხიმის სპრედს, მარგარინსა და ქართულ ყველს.

"გრინვილი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
** ISO-ს სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს განვითარების გეგმის შემუშავება და საჭირო რესურსების მოძიება;
** საწარმოს ეფექტური მუშაობის ორგანიზება და მართვა;
** საწარმოო პროცესების დაგეგმვა;
** საწარმოს საქმიანობის ამსახველი ანგარიშგების და დოკუმენტაციის მომზადება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საწარმოს მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |