სს "საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: პეკინის გამზირი 34, თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00
ანაზღაურება: 600-800 ლარი
სამუშაოს აღწერილობა:
** ახალი კლიენტების მოზიდვა და მათთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
** კომპანიის პროდუქტების რეალიზება;
** ადგილზე მოსული კლიენტების შეხვედრა და მათი მიღება, მათთვის კონსულტაციის გაწევა;
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში მათთან შეხვედრა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტთა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მათი მონიტორინგი;
** კლიენტებისთვის უფასო ორკვირიანი სწავლების ჩატარება;
** უფროსის სხვა დავალებები შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული მეტყველების უნარი
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული მოთხოვნები:
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** მომხმარებლის საჭიროებებზე მორგების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@wt.ge, ასევე მეილის დანიშნულებაში მიუთითოთ გამოცხადებული ვაკანსიის პოზიცია.