www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ენერგეტიკოსი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / განცხადების ვადა: 23 იანვარი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ენერგეტიკოსის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 942 ლარიდან 1544 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

სამუშაოს დახასიათება:

** ტექნოლოგიური დანადგარებისათვის: ელექტრო ქსელების, ჰაერისა და წყლის ქსელების მიყვანა და სხვა საჭირო კომუნიკაციების გაყვანა, მათთვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების ნუსხის შედგენა;
** ადგენს, აგეგმარებს და უზრუნველყოფს საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავებას და ნახაზების შედგენას დაგეგმილი სამუშაოების შესაბამისად;
** ევალება ტექნიკური დოკუმენტაციის აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა (ჩარხდანადგარების პასპორტები, ენერგომომარაგების ქსელების ნახაზები და სხვა);
** ხელმძღვანელობს ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესებით, ელექტრო დანადგარების მოწყობის წესებით, მონაწილეობას ღებულობს მუშებისთვის ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარებაში;
** ხელმძღვანელობს ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო სტანდარტებით, შესაბამისი კანონდებლობით და წესებით, ტექნოლოგიური პროცესებით, ნახაზებით და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინჟინერიის, ენერგეტიკის მიმართულებით);
** არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საინჟინრო ტექნიკური საგნების ცოდნა ენერგეტიკულ დარგში;
** ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო სტანდარტების, ტექნოლოგიური პროცესების, ნახაზებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ინჟინერ-ენერგეტიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |