www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეკვეთების ოპერატორი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დამწყებ პოზიციაზე - შეკვეთების ოპერატორი.

ლოკაცია: ფოთი

ძირითადი ფუნქციები:

** შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/შემოწმება წინასწარ განსაზღვრული წესების და სტანდარტების მიხედვით;
** შეკვეთების შესაბამის პროგრამაში ასახვა და მომწოდებლებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა/კონტროლი;
** კომპანიაში მიღებული სტანდარტების შესაბამისად შეკვეთებისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის ადმინისტრირება
** პროდუქციის ფასმაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება; დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შეკვეთების ოპერატორი "

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |