www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"ლაზიერი" 3500 კვ. მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით.ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

"ლაზიერი" ეძებს გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
** დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით, ისე პირისპირი გასაუბრების გზით;
** ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა და არსებულ კლიენტებთან შეხვედრების წარმოება;
** პოტენციური კლიენტებისათვის კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა(კომპანიის პრეზენტაცია);
** ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება მომხმარებლებთან;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება - პროცესისა და ხარისხის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების ხელმძღვანელთან გადამისამართება;
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარის მქონე, გუნდური მოთამაშე;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** შეხვედრების მოწყობის და პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისურის ენის კარგად ცოდნა, რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** ავეჯის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** გამართული კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შედეგზე ორიენტირებული
** კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;

ანაზღაურება: ინდივიდუალურად შეთანხმდება სამუშაო გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: ajangavadze@lazieri.com კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ტელ.: 032 2 31 50 50

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |