შპს "კაუკაზანი" არის ველური მცენარეებისა და კენკრის გადამამუშავებელი საწარმო. გადამუშავებული პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს 9 ქვეყანაში.
კომპანია გეგმავს რამდენიმე მცენარის კულტივირების ახალი პრაქტიკის დანერგვას საქართველოში, რისთვისაც ეძებს ახალგაზრდა აგრონომს, რომელიც კონკრეტული მცენარეებისთვის კულტივაციის გეგმებს მოამზადებს. ამას გარდა, შერჩეული ახალგაზრდა აგრონომი მოიაზრება კულტივაციის პროექტების ხელმძღვანელად.
ვაკანსიის დასახელება: აგრონომი
მდებარეობა: თბილისი და რეგიონებში ვიზიტები. საჭიროების შემთხვევაში კომპანია დაფარავს ტრანსპორტირების და სხვა ყველა საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ანაზღაურება: 800 ლარი თითეულ მცენარეზე კულტივაციის გეგმის მომზადების დასრულებისას. პროექტების ხელმძღვანელობის ანაზღაურება მოლაპარაკების საგანია.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კონკრეტულ მცენარის შესახებ კულტივაციის მეთოდებზე მასალების მოძიება;
** კომპანიის უცხოელ პარტნიორებთან კულტივაციის მეთოდებთან დაკავშირებით კომუნიკაცია;
** კულტივაციის გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** საკულტივაციო ლოკაციის შერჩევა;
მომავალში:
** კულტივაციის პროცესებისა და პროექტის ხელმძღვანელობა;
** სხვა დაინტერესებულ პარტნიორებზე და ფერმერებზე კონსულტაციების გაწევა;
** რეგიონებში ვიზიტები;
** წარმოების გუნდთან კომუნიკაცია;
** რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:
** უმაღლესი განათლება აგრონომის სპეციალობით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისურის ენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზანოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ.ფოსტაზე: office@caucasan.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "აგრონომი".