www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Ecovis Georgia
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 23 იანვარი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "Ecovis Georgia" აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
** დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** მენეჯერის/უფროსი აუდიტორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ქართული და ინგლისური, რუსული სასურველია საბაზისო დონეზე;
** საოფისე პროგრამები (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა საშუალო დონეზე)
** აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში საბაზისო ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების ძირითადი პრინციპების გააზრებულად გამოყენება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
** გუნდური მუშაობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
** ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.

დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: თბილისი, აფაქიძის ქ. 11 ("თბილისის ბიზნეს ცენტრი")

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** "Ecovis Georgia" გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
** კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
** პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://www.ecovis.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |