დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორიმომწოდებელი: ჩემი აფთიაქი გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი
ახალი ფარმაცევტული კომპანია "ჩემი აფთიაქი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში.
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი
** სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** საკუთარი ავტომობილი (მაქსიმალური წვა 18ლარი /100კმ).
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის მაღალგანვითარებული უნარი
** ორგანიზებულობა
** მოტივირებულობა
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება
** თანხის მიღება კლიენტებისგან
** კომპანიის კურიერული მომსახურება
უპირატესობა მიენიჭება ამ სფეროში გამოცდილების მქონე დისტრიბუტორებს.
სამუშაო განაკვეთი: 6 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსური სისტემა (ხელფასზე დაემატება ავტომანქანის ცვეთის ხარჯი თვეში 200 ლარი).
მანქანა სასურველია ფურგონის ან მიკრო ავტობუსის ტიპის.
კანდიდატებს სამსახურის დასაწყებად მოეთხოვებათ ქონებრივი უზრუნველყოფის ჩადება უძრავი ან მოძრავი ქონებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე chemiaftiaqi@gmail.com
|