გადი "ლიდერ კრედიტის" გუნდის წევრი!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:
1. ბიზნეს სესხების საკრედიტო ოფიცერი
მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. მარნეული, ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა:
** ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტების ბიზნესის ანალიზი/შეფასება, საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
** სასესხო პორტფელის მართვა.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ან სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი აღნიშნული მიმართულებით.
** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო ორგანიზაციებში)
** კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
** რუსული ან/და აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველია რუსთავისა და მარნეულის კანდიდატებისთვის);
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** გაყიდვების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
2. სტაჟირება/ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი - ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით
** მდებარეობა: ქ.თბილისი; ქ. რუსთავი; ქ.მარნეული
** პერიოდი - 1 თვიდან 3 თვემდე
სტაჟირების პერიოდში თქვენ პრაქტიკულად შეისწავლით:
** მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ საკრედიტო პროდუქტებს;
** ახალი კლიენტების მოზიდვისათვის საჭირო ეფექტური გაყიდვების ხელოვნებას;
** საკრედიტო განაცხადის მომზადებას, კლიენტების ბიზნესის ანალიზს/შეფასებას და კომიტეტზე წარდგენას;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვას;
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტირებით/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
** რუსული ან/და აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველია რუსთავისა და მარნეულის კანდიდატებისთვის);
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება
** სისხარტე
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსეთ აპლიკაცია http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან) .
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:
თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)