www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების ზოგადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მართვა.
** კომპანიაში ახალი თანამშრომლების საჭიროებების განსაზღვრა და შერჩევის პროცესის დაგეგმვა/შესრულება/ანალიზი.
** თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, პირადი საქმეების მოწესრიგება, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა.
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება, შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა/ შესრულება და მათი ეფექტურობის განსაზღვრა.
** სამუშაო აღწერილობების ოპტიმიზაცია, ახალი პოზიციების ფუნქციებისა და მიზნების განსაზღვრა, თანამშრომელთა გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობა.
** თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა, ინდივიდუალური და ჯგუფური მიდგომების შემუშავება და სიახლეების ინიცირება.
** დეპარტამენტების მიზნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სტრუქტურის მოდიფიკაცია.
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შეფასება, დასწრება/გაცდენების მონიტორინგი.
** ხელფასების მომზადების პროცესის სრული მართვა.
** ტრენინგების ან/და პროფესიული გადამზადებების საჭიროების განსაზღვრა/დაგეგმვა/შესრულება და ეფექტიანობის გაზომვა.
** დასაქმების, სადაზღვევო, მონიტორინგის და სხვა საჭირო მომსახურების კომპანიებთან და სამსახურებთან ურთიერთობა.
** თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაო ხარისხის მეთვალყურეობა და შეფასება.
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებებისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით).
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით მინ 3 წლიანი გამოცდილება.
** აუცილებელია მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი.
** კრეატიულობა, გამართული კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr-1@chita.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |