"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის/კადრების მენეჯერის პოზიციაზე
"ასპ-გრუპი"-ს საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 18 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
1. კომპანიის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საარქივო საქმიანობის, შემოსული და გასული კორესპონდენციის და დირექტორის ბრძანებების ადმინისტრირება და მართვა;
2. ოფიციალური ელექტრონული მიმოწერის წარმოება;
3. კადრებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოება (ვაკანსიის გამოცხადება, გასაუბრების დანიშვნა, სრული ფაილინგის წარმოება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2021 წლის 30 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!