www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაკრედიტების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს კონკურსს დაკრედიტების ჯგუფის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სერვის ცენტრში, საკრედიტო მიმართულების ჯგუფის კოორდინაცია, ყოველდღიური ზედამხედველობა;
** დაქვემდებარებული დაკრედიტების ექსპერტების მუშაობის ხარისხის შემოწმება. მათი მუშაობის, კომპანიაში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** პორტფელში არსებულ მსესხებელთა პერიოდული მონიტორინგი;
** საკრედიტო პროტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
** საკრედიტო პორტფელის ყოველთვიური (კვარტალური, წლიური) გეგმიური მაჩვენებლების შესრულების მართვა;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმარება და კოორდინაცია;
** ჯგუფის მიერ ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობის კოორდინაცია, სესხების დაფარვის მონიტორინგი;
** საკრედიტო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი;
** ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, შუამდგომლობების წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** საფინანსო სექტორში, საკრედიტო მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 4 თებერვლის, 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით აღნიშნული ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |