www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესიული მხარდაჭერის პროგრამა HR-ებისთვის
მომწოდებელი: HR Care
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ "HR Care" დაიწყო პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება HR-ებისთვის.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ადამიანური რესურსების მართვის ის პროფესიონალები, რომლებმაც მიმდინარე პანდემიიდან გამომდინარე დაკარგეს სამსახური. მათთვის პროგრამაში მონაწილეობა აბსოლუტურად უფასოა და გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიიღონ სტიპენდია.

პროგრამა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

მასტერ-კლასების სესია

პროგრამის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი მასტერ-კლასები:

** რა სარგებლობა მოაქვს HR-ს?
** ახალი წელი - ახალი მე; ანდრო დგებუაძე - 11 იანვარი, 18:00 სთ
** შემზღუდავი რწმენები, თინათინ რუხაძე, 25 იანვარი, 18:00 სთ
** დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული ახალი HR ტრენდები, 11 თებერვალი, 18:00 საათი

მასტერ-კლასზე დასწრება, გარდა პროგრამის ბენეფიციარებისა, შეუძლია ნებისმიერ HR პროფესიონალს და მათთვის მასტერ-კლასზე დასწრების ღირებულება სიმბოლურია: 30 ლარი. აღნიშნული სრულად მოხმარდება ბენეფიციარების სტიპენდიას.

მასტერ-კლასებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე გადასვლით.

მენტორ-სესიებში მონაწილეობა:

მასტერ-კლასების პარალელურად ჩატარდება პრაქტიკული მენტორ-სესიები პრაქტიკოსი და გამოცდილი HR პროფესიონალების მიერ, რომლებიც პროგრამის ბენეფიციარებს გაუზიარებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და რჩევებს, რაც მათ დაეხმარებათ ახალი სამსახურის მოძიებაში.

ქოუჩინგ-სესია:

ქოუჩინგ-სესიები ჩატარდება ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის წევრების მიერ და აღნიშნული სესია ორიენტირებული იქნება თითოეული ბენეფიციარის კონკრეტულ საჭიროებაზე, რაც მათ დაეხმარებათ პიროვნულ განვითარებაში.

კონსულტანტებთან ასისტენტად მუშაობის შესაძლებლობა:

პროგრამის ბენეფიციარს ექნება შესაძლებლობა ასისტენტად იმუშაოს ერთ-ერთ HR კონსულტანტად და აღნიშნული პროექტის განმავლობაში მიიღოს დამატებითი ცოდნა და გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სტიპენდია:

საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარს შეუძლია მოითხოვოს პროგრამის განმავლობაში (სამი თვე) სტიპენდიის აღება. ინფორმაცია, თუ რომელი ბენეფიციარი სარგებლობს სტიპენდიით და რომელი არა, კონფიდენციალურია.

პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე გადასვლით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc1Jcz-Y623gZnUN8D-EsYXe4mPoZPNzCDeAYy_6AdQZQehkQ/viewform?usp=sf_link

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: Hrcarefund@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |