www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" აცხადებს ვაკანსიას, ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად;
** ქვეყნის გარეთ ბაზრის კვლევა;
** კლიენტების მოძიება;
** შეთავაზების და შეკვეთის მიწოდების პროცესის მართვა და ორგანიზება;
** პოტენციური და არსებული კლიენტების დროული ინფორმირება კომპანიის სიახლეების და ახალი პროდუქტის შესახებ;
** გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტალური მხარდაჭერა;
** მოლაპარაკებების წარმოება საერთაშორისო ბაზრების იმპორტიორებთან და დილერებთან, კომპანიის პროდუქციის გაყიდვის ექსპორტის მიზნით.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსპორტის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Power Point, Outlook);
** 1C პროგრამის ცოდნა;
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა B2 დონეზე - ინგლისური, რუსული;
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა;
** პროექტის მართვის უნარი;
** საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში:

გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (ელფოსტაზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |