www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომო-მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 270 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას პრომო-მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** საწყობიდან პროდუქციის დროულად გამოტანა და თაროებზე განთავსება;
** მაღაზიაში ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთის მონიტორინგი;
** შეკვეთის განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
** პრომო კამპანიებთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება (სტენდების, კუნძულების მომზადება, პროდუქციის შეთავაზება);
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;
** პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
** ​მომხმარებლთან ურთიერთობა და დახმარების გაწევა;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური B2;
** რუსული B2.

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დავალებების სწორად გადანაწილება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 5 თებერვლის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |