www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სუპერვაიზორი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში .

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სუპერვაიზორის პოზიციაზე ფოთში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ერთ-ერთ ფილიალში უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** პროდუქციის მიღების მონიტორინგი და პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიერ წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში;
** კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა;
** სახანძრო სიგნალიზაციის კონტროლი;
** სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწრაფი და სწორი რეაგირება.

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მაღალი მოტივაცია, დისციპლინა და ორგანიზებულობა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უსაფრთხოების სუპერვაიზორი ფოთში " წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |