www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 270 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომანქანის მოვლა;
** ავტომობილის სამუშაო კონდიციის შენარჩუნება, სისუფთავის დაცვა;
** სარეალიზაციო პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა-გადმოტვირთვა;
** რეგიონალურ დისტრიბუტორთან ჯგუფურად მუშაობა;
** თბილისსა და რეგიონალურ ობიექტებში შეკვეთების მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში ბათუმის საწყობის მომარაგება და სეზონიდან გამომდინარე აჭარის რეგიონში მუშაობის განხორციელება;
** ​კილომეტრაჟისა და საწვავის ხარჯის აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობის B, C კატეგორია;
** მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** დავალებების სწორად გადანაწილება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 5 თებერვლის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |