www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "ფოლადის სახლი" - საქართველოში ლითონის სამშენებლო მასალების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლილო - იუმაშევის ჩიხი 14
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
ბენეფიტები: კვება/ტრანსპორტირება

სამუშაოს აღწერილობა:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** კომპანიის რებრენდიგზე მუშაობის დაწყება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა და ანალიზი;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა;
** სარეკლამო მასალის დაკვეთა, შესყიდვა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** ონლაინ მარკეტინგის დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** ვებ გვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
** გაყიდვების მხარდაჭერა, აქციების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქციის ანალიზი (კონკურენტების ანალიზი);
** შესრულებულ სამუშაოზე და სამოქმედო გეგმებზე ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.

უნარები:

** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, ოპერატიულობა;
** პრეზენტაციის და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების საუკეთესო უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დატვირთული რეჟიმში მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი (სფერო მარკეტინგი)
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge 31 იანვრამდე. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |