ფარმაცევტული კომპანია "იბერიფარმა+" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე (თბილისსა და ბათუმში).
მოთხოვნები:
** ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბაზისო რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი).
უნარები:
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.
სოციალური ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: hr@iberiplus.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.
განიხილება კანდიდატები მხოლოდ ფარმაცევტული ან სამედიცინო სფეროდან.