www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასაწყობე მარაგების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: Metta
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

სამშენებლო კომპანია "მეტტა" 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია განვითარების ეტაპზეა, ის მუდმივად ქმნის შესაძლებლობებს ახალგაზრდა, მოტივირებული და აქტიური ადამიანებისთვის.

სამშენებლო კომპანია "მეტტა" აცხადებს ვაკანსიას: სასაწყობე მარაგების მართვის მენეჯერი.

სტრუქტურული ერთეული: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი
კატეგორია: მარაგების მართვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოთხოვნები:

უნარები:

** ანალიტიკური უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის მენეჯმენტის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;

სამუშაოს აღწერა:

** ძირითადი საშუალებების, ინვენტარისა და სახარჯი მასალების აღრიცხვა და მონიტორინგი;
** სასაწყობე ფართის ეფექტურად გამოყენების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** ც​ენტრალური ან/და დროებითი სამშენებლო საწყობების ეფექტურად მართვა და მუშაობის კონტროლი;
** ცენტრალურ ან/და დროებით სამშენებლო საწყობებში სასაქონლო მარაგების მიღებისა და გაცემის დოკუმენტაციის წარმოება და მკაცრი მონიტორინგი;
** საჭირო მარაგების დაგეგმვა, მათი მართვა და ამ პროცესთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი ოპტიმიზაციის მისაღწევად;
** საწყობში არსებული გამოუყენებელი ინვენტარის გაუფასურება/ჩამოწერა/რეალიზაცია/გასხვისების პროცესის ინიცირება და მართვა;
** ​პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და მასში აქტიური ჩართულობა;
** მარაგების მართვასთან დაკავშირებული რეგულარული ანალიზის ჩატარება და რეპორტების მომზადება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უფასო სასაუბრო დროს;
** პოზიტიურ სამუშაო გარემოს მოტივირებულ გუნდში;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

გთხოვთ, მხოლოდ მოთხოვნილი მახასიათებლების მქონე კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@metta.ge და subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 თებერვალი, 2021.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |