www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: CRM ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ლიდერბეთი
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 7 თებერვალი

"ლიდერბეთი" აცხადებს ვაკანსიას CRM ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დროის სხვადასხვა ჭრილში, ოპტიმიზირებული კამპანიის პროგრამების შექმნა და განხორციელება;
** სხვადასხვა კამპანიების ყოველდღიური მონიტორინგი და პროგრნოზების შედარება, რეპორტინგი;
** დაგეგმილი კამპანიების ფინანსური ეფექტურობის და მომხმარებლის ქცევის კონტროლი, ანალიზი;
** თითოეული აქციისთვის შესაბამისი სამიზნე სეგმენტის შერჩევა და მათთან კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და შემდგომი მონიტორინგი.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** BI ინსტრუმენტების ცოდნა;
** სასურველია CRM ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე: hr@leader-bet.com და აუცილებლად მიუთითოთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: "ლიდერბეთი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერბეთისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |