www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Appscorp
გამოქვეყნდა: 7 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "Appscorp" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ინდივიდუალურად, აპლიკანტის გამოცდილების მიხედვით
ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შესვენება 1 საათი, შაბათი-კვირა დასვენების დღე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური სამეურნეო ოპერაციების ზუსტი და დროული ბუღალტრული აღრიცხვა საკანონმდებლო და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით;
** საბანკო ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების და პრემიების დარიცხვა და კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და ნაშთებსი კონტროლი;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და კონტროლი;
** ​დებიტორებისა და კრედიტორების ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, ყოველთვიური და ყოველწლიური სავალდებულო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია;
** კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და IFRS სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@appscorp.me და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |