www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი
მომწოდებელი: ჯიდიელი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

"GDL - ჯიდიელი" ("საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა" ყოფილი "თელიანი თრეიდინგი") 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად "ჯიდიელის" პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

"ჯიდიელი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სავაჭრო წარმომადგენელის (პრისეილერის) პოზიციაზე თბილისში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზიება საცალო და საბითუმო ქსელში
** ქსელის ჩამოყალიბება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა
** სარეკლამო მასალების და გაყიდვებისთვის აუცილებელი ტექნიკის სარეალიზაციო ქსელში ეფექტური განთავსება
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი და ფულადი სახსრების ინკასაციის პროცესის სწორად წარმართვა
** სადისტრიბუციო ქსელის დროული ინფორმირება ფასდაკლებების, პრომო აქციების და სპეციალური შეთავაზებების მხრივ
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა
** კომპანიის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანების გათავისება და შესრულება მის სადისტრიბუციო ქსელში
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია, კანდიდატი ფლობდეს ავტომობილს (ცვეთისა და საწვავის ხარჯი ანაზღაურდება კომპანიის მხრიდან)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** ზეპირსიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** მიზანდასახულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება სტაჟირება სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე - თბილისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |