საოჯახო ტექსტილის კომპანია "TAÇ/Manamo" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ფოთში.
სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი, მშვიდობის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, დღეში 8 საათი + 1 საათი დასვენება). სტაჟირება/ტრეინინგი: 2 კვირიანი არაანაზღაურებადი სტაჟირება ჩატარდება ბათუმის, ქუთაისის ან თბილისის ფილიალში (კანდიდატს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი ლოკაცია)
ანაზღაურება: საწყისი 700 ლარი, 1 თვის შემდეგ 800 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მენეჯერის, მენეჯერის ასისტენტის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ქსელურ მაღაზიაში)
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) ცოდნა, სასურველია FMG პროგრამის ცოდნა.
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)
აუცილებელი უნარები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსთან ერთად, მისამართზე: olga.matveeva@mateks.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "TAC მაღაზიის მენეჯერი".