www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული ჟურნალისტი
მომწოდებელი: on.ge
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

ონლაინგამოცემა "On.ge" ეძებს კრეატიულ, მონდომებულ ადამიანს, რომელიც ჩვენს კომერციულ განყოფილებას შეუერთდება და პარტნიორებისთვის ორიგინალური კონტენტის შექმნაზე იზრუნებს.

მოვალეობები:

** კომერციული სტატიებისა და ტესტების მომზადება;
** ინტერვიუების ჩაწერა;
** მულტიმედია მასალის შექმნა და განთავსება On.ge-ს ვებგვერდსა თუ სხვა არხებზე;
** უკუკავშირის მიღება და დამკვეთის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება;
** დედლაინების დაცვა და ხანდახან მოკლე ვადებში საქმეების ბოლომდე მიყვანა.

მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა;

უნარები:

** კრეატიულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი, სისწრაფე;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ჟურნალისტად ან კოპირაიტერად მუშაობის გამოცდილება;
** სარეკლამო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: დროებით სახლიდან;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00-19:00;
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად, ეტაპობრივი ზრდის პერსპექტივით.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მეგობრულ გუნდს, რომელთანაც ონლაინ გექნება ურთიერთობა, სანამ ყველანი ოფისებში არ დავბრუნდებით;
** პროფესიულ ზრდას;
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელობის დაზღვევას და წამახალისებელ სისტემაში ჩართვას.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი).

თუ შენს თავს On.ge-ში ხედავ, გამოგვიგზავნე CV ელ. ფოსტის მისამართზე hr@on.ge და წერილის Subject-ში მიუთითე "კომერციული ჟურნალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |