www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არა სიცოცხლის დაზღვევის ზარალის ანაზღაურების მენეჯერი
მომწოდებელი: პსპ დაზღვევა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას არა სიცოცხლის დაზღვევის ზარალის ანაზღაურების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

სადაზღვევო შემთხვევის რეგულირება, რომელიც მოიცავს:

** ქოლ-ცენტრში შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება, უკუკავშირი შეტყონინების განმახორციელებელ პირთან სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების მიზნით;
** თბილისის და მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევის ადგილზე გასვლა;
** შემთხვევის ადგილზე სადაზღვევო შემთხვევის მდგომარეობის შესწავლა (ადგილზე დარეგულირება ასეთის საჭიროების და შესაძლებლობის შემთხვევაში);
** შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების დაზიანების ამსახველი ფოტომასალის გადაღება;
** შემთხვევის ადგილზე მხარეს/მხარეების საინფორმაციო მონაცემების ინდეტიფიცირება, მძღოლის/ების საკონტაქტო ინფორმაციის მონიშვნა;
** შემთხვევის ადგილზე ზარალის დარეგულირებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მოძიება/აღრიცხვა (საჯარიმო ქვითრის (ამგვარის არსებობის შემთხვევაში), მძღოლის/მესამე მხარეს პირადობის/მართვის მოწმობის, ავტომობილის ტექ.პასპორტის/ების ადგილზე დასურათება;

** სადაზღვევო შემთხვევის ზარალის პროგრამული აღრიცხვა რეგულირების მიზნებისათვის;
** ზარალის რეგულირების მიზნით კომუნიკაცია სხვადასხვა დეპარტამენტებთან (ბუღალტერია, ბილინგის სამსახური, პოლისების ადმინისტრირების სამსახური);
** პროვაიდერ სახელოსნოებთან მუშაობა, რაც გულისხმობს: კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ზარალის ხარჯთაღრიცხვის შედგენის პროცესში ჩართულობას, დაზიანებული ავტომობილის ზიანის შეფასებაზე დასწრებას.
** საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების რეგულირება.
** გადარჩენილი ქონების (შეცვლილი სათადარიგო დეტალების) აღრიცხვა, დასურათება, შენახვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ​პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა და დიპლომატიურობა;
** კარგი არგუმენტაციის უნარი;
** პუნქტუალობა და აკურატულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** მართვის მოწმობა
** ავტომობილის ქონა/ფლობა/მართვა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 თებერვალი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |