www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური აქტივების სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ათ ქალაქში 14 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მის პასუხისმგებლობაში არსებული სესხების დამუშავება, კონტროლი;
** მის პასუხისმგებლობაში არსებული სესხების გაპრობლემების მიზეზების გამოვლენა, სისტემატიური რისკების არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უშუალო უფროსის ინფორმირება;
** ​მსესხებლებთან/თავდებებთან და საკონტაქტო პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების, გრაფიკში ჩაჯდომის ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;
** სისტემატიური კონტაქტი მსესხებელთან და საკონტაქტო პირებთან მისი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული სესხის სრულად დაფარვამდე;
** სესხების ამოღების მიზნით, ვიზიტები მსესხებლის სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე;
** სესხების რესტრუქტურიზაციის თაობაზე განაცხადების განხილვა და ჯგუფის უფროსისთვის წარდგენა;
** ჯარიმების კორექტირების თაობაზე განაცხადების განხილვა და ჯგუფის უფროსისთვის წარდგენა;

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, იურიდიული ან მსგავსი მიმართულებით.
** საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2021 წლის 25 იანვარი, 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |