"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.
დაქვემდებარება: ოჯახის ექიმების კოორდინაციის სამსახურის უფროსი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის დიაგნოსტირება და შესაბამისი კონსულტაცია
** ჯანმრთელობის ისტორიის შექმნა
** პაციენტის მკურნალობის გეგმის დასახვა და შესაბამისი სპეციალისტების მიმართვების გაცემა
** საჭირო კვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი
** პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი:
** ოჯახის ექიმის/თერაპევტის დამადასტურებელი სერტიფიკატი
** სადაზღვევო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ფლობა
** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნულობა:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ:
ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .
* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: vacancy@nvi.ge
გისურვებთ წარმატებას!