აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge"
აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილია: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი № 56ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე,
ანაზღაურება: 1500-2500 ლარი, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, პროფესიული ტრენინგები და კურსები;
** კარგი თეორიული ცოდნა და მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გამოცდილება კომპანიებთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებაში;
** გამოცდილება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში, დანერგვასა და კონტროლში;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა;
** გამოცდილება გაყიდვებზე მიმართული წამახალისებელი თუ მიზნობრივი აქციების დაგეგმვასა და კონტროლში;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** გამოცდილება მარკეტინგული თუ სარეკლამო კამპანიების (მედია, გარე, ინტერნეტი) შემუშავება, დანერგვასა და განხორციელებაში.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ონლაინ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** მოკლე და გრძელ ვადიანი მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი;
** საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობა, პროგნოზი, ბიუჯეტირება;
** გაყიდვებზე მიმართული სხვადასხვა ინტეგრირებული აქტივობების, კამპანიებისა და აქციების დაგეგმვა, განხორციელება კონტროლი;
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** რეპორტინგი;
** დაქვემდებარებულთა მართვა და კონტროლი, სხვადასხვა სამოტივაციო პროგრამების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (ინგლისურ ან რუსულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებებს!