www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი, საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

კომპანია ჯიბე "Cash & Carry" ნავთლუღის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის და საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე "Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

ორივე გამოცხადებულ პოზიციაზე, აუცილებელია სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ორივე გამოცხადებულ პოზიციაზე, აუცილებელია მმართველობითი, ორი ან მეტი ადამიანის მართვის, გამოცდილება.

1. მაღაზიის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნავთლუღი, მეველეს ქუჩა #20
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი და ბონუსი კვარტალში ერთხელ, მაღაზიის გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბითუმო მომხმარებლების სპეციფიკის განსაზღვრა და მათთვის გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
** კორპორატიულ მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია, მათთვის კომპანიის შეთავაზებების შესახებ ინფორმაცის სისტემატიური მიწოდება;
** რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით მაღაზიისათვის ეფექტური ასორტიმენტის შესაქმნელად;
** მაღაზიის კვარტალური გეგმების შესრულების პროცესის დაგეგმვა-განხორციელება;
** ფილიალის საფასო პოლიტიკის მართვა შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** მომხმარებლისათვის მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება და კონტროლი
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა;
** დებიტორების (არსებობის შემთხვევაში) კონტროლი, ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდება შესაბამისი განყოფილებებისათვის;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, შესაბამის განყოფილებებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მაღაზიის უსაფრთხოდ გახსნა/დაკეტვის პროცესის უზრუნველყოფა შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
** კომპანიის სამეთვალყურეო და უსაფრთხოების მონიტორინგის ხელმძღვანელთან მჭიდრო კომუნიკაცია შესაბამის საკითხებზე.
** კომპანიისათვის განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტაციის შენახვისა და მათი ცენტრალური ოფისისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
** მაღაზიის მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცულობისა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სასურსათო პროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია მმართველობით პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მართვის კომპიუტერული პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

2. საწყობის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნავთლუღი, მეველეს #20
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
საწყისი ანაზღაურება: 800 ლარი (3 თვის შემდგომი ხელფასი, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით- 1000 ლარი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
** სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგების აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
** საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |