www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Mercure Tbilisi Old Town
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "Mercure Tbilisi Old Town" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავის) პოზიციაზე.

ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 50 წელზე მეტი ისტორიით. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5000-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
** სისწრაფე
** ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა
** გუნდურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო განაკვეთი: სრული

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ / ინგლისურ ენაზე ფოტოსთან ერთად) შემდეგ მისამართზე: H9417-HR@accor.com
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("სტიუარდი"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სხვა ვაკანსიების და Accor Career-ის შესახებ ინფორმაციისთვის:

https://careers.accor.com/Home.aspx
https://group.accor.com/en
https://www.linkedin.com/company/mercure-tbilisi-old-town
https://www.linkedin.com/company/ibis-styles-tbilisi-center



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |