www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
თანდართული ფაილი: 90949_csrdg_8977820.zip
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 25 მარტი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა.

მისი მისია საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობაა.

2020 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის (EU) და "პური მსოფლიოსთვის" (Brot) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ("Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia"), რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.
პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის (WISE).
საგრანტო კონკურსის მიზანია, შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოების ინიცირების ან/და განვითარების მხარდაჭერა, შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლების ეფექტური დასაქმების და ინტეგრაციის მიზნით.
საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონები: გურია, კახეთი, ქვემო ქართლი.

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად/განსავითარებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 14 000 ევროს ექვივალენტს ლარში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 5% -იანი თანამონაწილეობა.

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს იდეის განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com და გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: სოციალური საწარმოს განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2021 წლის 25 მარტი, 18:00 სთ.

დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 26 თებერვალს და 12 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.

ონლაინ შეხვედრა გაიმართება Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრამდე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაციის გავლა შემდეგ მისამართზე: სარეგისტრაციო ლინკი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |