www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა : თბილისი, ეთერ ბოცვაძის N4
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული დავალებების ტექნიკოსებისთვის გადანაწილება;
** ტექნიკოსებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმის წარმოება;
** 1C-ში საჭირო ინფორმაციის პროგრამულად ასახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ს საშუალო დონეზე ცოდნა;
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |