www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

შპს "ალტა რითეილი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 11 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

"ალტა რითეილი"-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიaხლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"ალტა რითეილი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.
განაკვეთი: სრული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები: მაღაზიის დასუფთავება და დღის მანძილზე სისუფთავის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დისციპლინირებულობა;
** ენერგიული.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |